მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი) (1948-1998) – 1973 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტმა რომანოზმა აკურთხა ფოთის ეკლესიაში იეროდიაკვნად, 25 ნოემბერს ბათუმის ეკლესიაში – მღვდელმონაზონად. 1974 წელს მიტროპოლიტმა რომანოზმა დააჯილდოვა საგვერდულით. 1975 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1976 წელს არქიმანდრიტის ხარისხში. 1978 წლის 24 თებერვალს არქიმანდრიტი იოანე გამორჩეულ იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. 25 თებერვალს მოხდა მისი კურთხევა, რომელიც შეასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 1979 წელს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და შეთავსებით დაინიშნა ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიის მმართველად.
მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი დაპატიმრებულ და გასამართლებულ იქნა 1983 წლის დასაწყისში. იმავე წლის 15 დეკემბერს მაშინდელი ცხაკაიას (სენაკის) სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოგონილი ბრალდებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა… საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით განთავისუფლდა ჭყონ¬დიდის ეპარქიის მმართველობიდან, დარჩა ბერმონაზვნად… 90-იანი წლებიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის, წმიდა სინოდის სახელზე წერდა თხოვნებს, ითხოვდა მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენას… გარდაიცვალა 1998 წლის 31 ივლისს. მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 4 აგვისტოს დაიკრძალა სამთავროს დედათა მონასტრის გალავანში.

