კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ლაშქარაშვილი (დ. 1884, სოფ. ქვემო ხანდაკი, კასპის მუნიციპალიტეტი, — 1952, საფრანგეთი) – სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე; ანტი-საბჭოთა პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი ქართლში 1920-იანი წლების დასაწყისში. 1900-იანი წწ. დასაწყისში მუშაობდა იარალოვის ქარხნის მუშად, შემდეგ რკინიგზის სადურგლო საამქროში. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, სახალხო გვარდიის საველე სასამართლოს თავმჯდომარე. მოგვიანებით პოლიტიკას ჩამოშორდა. 1921 წ. საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერი დამყარების შემდეგ ლაშქარაშვილი შეუერთდა ქართველი პატრიოტების პარტიზანულ მოძრაობას. 1924 წ. აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც გარდაიცვალა 1952 წ. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments