ისკენდერ ცივაძე (1884-1967) – ,,ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცოდა. ათეულობით ენას ფლობდა… სტამბოლსა და ქაიროში მიიღო იურდიული და სასულიერო განათლება. ფუფუნებაში ცხოვრება არ ინდომა, საქართველოში დაბრუნდა და მემედ აბაშიძეს ამოუდგა მხარში… 1916 წელს რუსეთის მეფისნაცვალს მიწერა, თურქეთში მუჰაჯირად აოტებულ აჭარლებს ნება დართეთ საქართველოში დაბრუნდნენო. მერე ლენინს შეუთვალა, რამე სიმრუდე არ ქმნათ, გულშიც არ გაივლოთ, აჭარა დედასაქართველოს ღვიძლი შვილიაო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ლექცია წაიკითხა, მერე იუარა, ადრე ხოჯა ვიყავი და ახალგაზრდებთან მეუხერხულებაო… დაკრძალულია თურქეთში, ქალაქ სამსუნში. საფლავის ფოტო მოგვწოდა ბატონმა ავთანდილ ცივაძემ. ტექსტი აღებულია ბატონი ნიაზ ზოსიძის ფეისბუკ გვერდიდან.

