იუსუფ ცივაძე (1904-1964) – იურისტი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა ქ. ქობულეთში.ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაიგზავნა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში,საიდანაც ბათუმის გიმნაზიაში გადმოიყვანეს. 1923 წელს სწავლა განაგრზო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე,რომელიც წარმატებით დაამთავრა 1927 წელს.ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას 1926 წელს არჩეულ იქნა აჭარის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.1929–30 წლებში ხელმძღვანელობდა აჭარის სახელმწიფო საგეგმო კომისიას; 1931–35 წლებში აჭარის ადვოკატთა პრეზიდიუმის თავმჯდომარეა, 1935 წლიდან გარდაცვალებამდე კი პრეზიდიუმის წევრი და ადვოკატი. იგი სამ ათეულზე მეტი ხნის გამნავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვას. საქვეყნოდ ცნობილია ოზურგეთში, ქუთაისში, თბილისსა და მოსკოვში გამართულ დიდი რეზონანსის მქონე სასამართლო პროცესებში იუსუფ ცივაძის, როგორც მაღალ კვალიფიციური ადვოკატის მონაწილეობა. გარდაიცვალა 1964 წელს. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

