კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი (დ. 1826, სოფ. ფარი, მესტიის რაიონი – გ. 1857, ქუთაისი) – სვანეთის უკანასკნელი მთავარი. ადრე დაობლებულს ბებია – დიგორხან დადიშქელიანი მეურვეობდა. მანვე შეასწავლა წერა-კითხვა და რამდენიმე ენა. დადიშქელიანს მტრობდნენ ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს დადიშქელიანები და სამეგრელოს, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი მფლობელი. 1857 წელს ცარიზმის მიერ სვანეთის სამთავროს გაუქმებასა და მთავრის საქართველოდან გასახლების განზრახვასთან დაკავშირებით დადიშქელიანმა მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი და მისი სამი მსახური, ხოლო რამდენიმე ჯარისკაცი დაჭრა. 1857 წლის შემოდგომაზე სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადიშქელიანი ქუთაისში დახვრიტეს. დაკრძალულია ქუთაისში, არქიელის გორაზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა დეკანოზმა ილიამ.

