ივლიტა ჯიბუტი (1991-2015) – 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის მსხვერპლი. მდინარის ადიდების დროს სახლის სახურავზე ივლიტა მეუღლესთან და მეგობართან ერთად თავის გადასარჩენად ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. ადგილზე მისულ მაშველებს მხოლოდ ივლიტას მეუღლე დახვდათ, რომელიც ადიდებულ მდინარეში ხეს იყო ჩაბღაუჭებული. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

