მანანა ლოლაძე (დ. 1955/1956 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) – 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს. თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. 2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი. საფლავის ფოტო გადაიღო ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.

