მანანა მელქაძე (დ. 20 იანვარი, 1963, თბილისი — გ. 11 აპრილი, 1989, იქვე) – 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს მიიღო მძიმე ტრამვა, რის შედეგადაც 11 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკრძალეს 15 აპრილს თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო გადაიღო ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.

