კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იღუმენი ნინო (ერობაში ანა ამილახვარი; დ. 16 იანვარი, 1816, გორის მაზრა, საამილახვრო ჭალა — გ. 30 დეკემბერი, 1904) – სასულიერო მოღვაწე. მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა ითავა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო და ბუნებრივია ძმისწული მონასტრული წესით აღზარდა. 1839 წელს მამიდა გარდაიცვალა, მაგრამ ახალგაზრდა მორჩილმა მონასტერი არ მიატოვა. იგი მონაზვნებს საკუთარი ხარჯით აცხოვრებდა და წმინდა წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენია ნინო წმინდანად შერაცხა. იღუმენია ნინო 1904 წლის 30 დეკემბერს 88 წლის ასაკში აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინოს მაყვლოვანთან თავისივე აგებულ ეკლესიაში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments