კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი აბაშვილი ( 1910, თბილისი ― გ. 26 სექტემბერი, 1982, ლენინგრადი)
ვიცე-ადმირალი, სამხედრო-საზღვაო მოღვაწე.
დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი (1931) და დაინიშნა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსან “ვოლოდარსკის” შტურმანად. 1932-1934 წლებში საესკადრო ნაღმოსან “ლენინის” შტურმანი იყო, 1935-1936 – სასწავლო გემის უფროსის მოადგილე, 1936 – საგუშაგო ხომალდ “პურგას”, ხოლო 1939 – საგუშაგო ხომალდების დივიზიონის მეთაური. მონაწილეობდა ფინეთის წინააღმდეგ ომსა და მეორე მსოფლიო ომში.
1944 წელს მეთაურობდა საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონს, იყო ბალტიის ზღვის ფლოტის შტაბის უფროსის მოადგილე; თავი გამოიჩინა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის ბრძოლაში.
1962 წ. კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. იმავე წელს თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, ნახიმოვის ორდენებითა და მედლებით.
დაკრძალულია პეტერბურგში, სერაფიმოვოს სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა მიხეილ სოკოლოვსკიმ (Mikhail Sokolovskiy), რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments