კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აბესალომ ზენაიშვილი (1920-1996) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული სახელგანთქმული ქართველი ზღვაოსანი – აბესალომ მელიტონის ძე ზენაიშვილი ის პიროვნება გახლდათ, რომლის ცხოვრებისეულ, საბრძოლო და შრომით მაგალითებზე ქართველ მეზღვაურთა მომავალი თაობები უნდა იზრდებოდნენ !… ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1944 წელს დაიწყო მან მოღვაწეობდა კასპიაზე. ომის დასრულების შემდეგ, 1948 წლიდან ვეშაპთმჭერი გემების შტურმანი, კაპიტნის უფროსი თანაშემწე, 1954 წლიდან კი ცნობილი ალექსეი სოლიანიკის გვერდიგვერდ ვეშაპმჭერი ფლოტილიის გემების კაპიტან – დირექტორია შორეულ ანტარქტიდაში… საქართველოში საოკეანო თევზჭერის სამმართველოს დაარსებისთანავე, უკვე ცნობილი შორეული ნაოსნობის კაპიტანი სამშობლოში ბრუნდება და საოკეანო ტრაულერ „Шота Руставели“-ს მეთაურობას იბარებს. 1973 წლიდან გარდაცვალებამდე, აბესალომ ზენაიშვილის საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში მოღვაწეობას უკავშირდება, სადაც იგი არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდა… მისი სკოლა გაიარა და მის ხელში გამოიწრთო შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი არაერთი ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. აბესალომ ზენაიშვილი გარდაიცვალა1996 წელს. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments