კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ადილარ ჩართოლანი (1929-2019) – საქართველოს დამსახურებული ექიმი. დაამთავრა თბილისის სახელმიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად; 1956 დაინიშნა მესტიის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობაზე; 1959 წელს ერთი წლის ვადით დაიყვანეს ლენტეხის რაიონულ საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1961 წელს კვლავ დაუბრუნდა მესტიის რაიონს და მუშაობა განაგრძო თავის ძველ თანამდებობაზე. არაერთჯერ აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის წამყვან ინსტიტუტში და ჩამოყალიბდა როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც 40 წლის განმავლობაში შვიდიათასზე მეტი ქირურგიული და სამედიცინო-გინეკოლოგიური ოპერაცია ჩაატარა. დაკრძალულია მესტიის შესასვლელში მდებარე წმ. ნინოს ეკლესიის ეზოს ზედა მხარეს. დიდი მადლობა გიორგი რატიანს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted