კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ბელიაშვილი (დ. 24 აპრილი [ ძვ. სტ. 11 აპრილი], 1903, სოფელი ქორეთი,  საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 14 თებერვალი, 1961, თბილისი) —  მწერალი, კინო სცენარისტი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ბელიაშვილი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო.  ბელიაშვილი კინოდრამატურგიც იყო, მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: „ცანის ხეობის საუნჯე“ (1941), „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (1954) და სხვა. მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებიც. დაჯილდოებულია ორი ორდენით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — თინათინ  გამყრელიძე (დ. 17 ნოემბერი, 1907, სოფელი ზოდი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 14 დეკემბერი, 1961, თბილისი).

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments