აკაკი ჩხენკელი (დ. 1874 — გ. 5 იანვარი, 1959)
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში.
1912 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის IV დეპუტატად ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელიც გამოდიოდა ეროვნულ-კულტურულ ავტონომიის მოთხოვნით. 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ.
1917 წელს დროებით მთავრობის წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მეთაურის სახით. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს და მისი აღმასკომის, აგრეთვე საქართველოს დამფუძნებელი კრების (1919- 1921) წევრია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ამიერკავკასიის კომისარიატის შინაგან საქმეთა მინისტრია 1917-1918 წლებში.
1918 წლის აპრილში იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1921 წლის იანვრიდან საქართველოს დესპანია საფრანგეთში. იმავე წლიდან ემიგრაციაშია.
დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

