კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკაკი დვალიშვილი (1922-2008) –
რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1944 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1949 წელს დაინიშნა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად; 1959 წელს   აკადემიური თეატრის დირექტორად; 1961 წელს იყო კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, პარალელურად 1967 წელს ასრულებდა კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის და 1973 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას; მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, დაარსდა კინომსახიობთა თეატრსტუდია, ჟურნალი “ალმახანი”;
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments