კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ფირცხალავა (დ. 15 ივნისი, 1914, სოფელი მათხოჯი, წულუკიძის რაიონი — გ. 28 მაისი, 1987, თბილისი) –
მოჭადრაკე, ოსტატობის კანდიდატი, საქართველოს ჩემპიონი (1949), ავტორი წიგნისა „ბოტვინიკ-ბრონშტეინის მატჩი“.
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ტექნიკუმი 1931 წელს; ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის 1940 წელს. 1940-1942წწ. მუშაობდა მდ. ხრამის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უბნის უფროსად; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1942-1945წწ. იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1945-1947წწ. მონაწილეობდა კენინსბერგის, ბალტიისპირეთის ქალაქების – კლაიპედას, პალანგის, ლიეპაის, რიგის აღდგენით სამუშაოებში; 1947 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო მინისტრთა საბჭოში რეფერენტად; 1949-1950წწ. იყო მინისტრთა საბჭოსთან არსებული სასოფლო მშენებლობის მთავარი სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1951-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1962-1966წწ. იყო “საქმშენბანკის” მთავარი ინჟინერი; 1966 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1968 წელს საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1973-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; იყო საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესების, კონფერენციების მონაწილე; ავტორი წიგნისა “სამშენებლო ნორმები და წესები”.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments