კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკაკი კვანტალიანი (დ. 14 დეკემბერი/27 დეკემბერი, 1907, სამტრედია — გ. 27 ივლისი, 1967, თბილისი)
მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).
1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა თბილისში, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments