კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკაკი სურგულაძე (დ. 24 ივნისი, 1913, შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1991) – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974). მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1953-1957 და 1972-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი. 1958 წლიდან იყო სსრკ-ის ისტორიის კათედრის გამგე. 1965 წლიდან მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნმოგრაფიის ინსტიტუტში. იკვლევდა XIX და XX საუკუნეების საქართველოს და ამიერკავკასიის საზოგადოებრივი აზრის განვითარების, ეროვნული მოძრაობის, ერის და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის საკითხებს. იყო საქართველოს ისტორიის ნარკვევების რვატომეულის VI ტომის რედაქტორი და ძირითადი ავტორი, რის გამოც მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიასთან.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments