აკაკი ვასაძე (დ. 6 აგვისტო, 1899, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1978, თბილისი) – მსახიობი, რეჟისორი. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში; 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეტრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“), ყანდური („დათა თუთაშხია“). 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

