კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ხორავა (დ. 17 აპრილი, 29 აპრილი, 1895, სოფ. ოჩხომური,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ― გ. 23 ივნისი, 1972, თბილისი) – მსახიობი და პედაგოგი. ქართული  თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1936). 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა (1915-1917) და თბილისის (1919) უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა თეატრალურ სტუდიაში. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 დირექტორი. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments