კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ძიძიგური (1914-1997) – საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელი 1956-1959 და 1964-1969 წწ., ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. აკაკიმ პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისში, უმაღლესი განათლება კი  თბილისის უნივერსიტეტსა და  სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1937 წ. იანვარში მონაწილეობდა ქართული ხელოვნების დეკადაში, რომელიც გაიმართა მოსკოვსა და ლენინგრადში. 1956 წ. გადაწყდა საქართველოში ტელესტუდიის დაარსება, რომლის განხორცილებაც აკაკი ძიძიგურს მიენდო. 1959 წელს მას დაევალა კონოსტუდია „ქართული ფილმის” დირექტორობა. შემდეგ იგი საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშობდა, 1962 წ. ჟურნალ „დროშის” მთავარი რედაქტორია. 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მომდევნო წელს, ისევ კინოსტუდია „ქართული ფილმის” დირექტორია, 1974-1984 წწ. სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ „კინოს” მთავარი რედაქტორი. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი ოქროს ფონდი. 1984 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკის ბიბლიოთეკის დირექტორად. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments