კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალეკო  გორგაძე (დ. 2 ივლისი, 1924, ქუთაისი — გ. 21 იანვარი, 1970, თბილისი) — მოქანდაკე, საქართველოს  დამსახურებული მხატვარი (1962). 1949 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი (პროფესორ იაკობ ნიკოლაძის კლასი), სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, შემდეგ წლების მანძილზე ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს ემსახურებოდა. 1951 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. სიცოცხლის ბოლო წლებში ა. გორგაძე წარმატებით იღწვოდა ლითონქანდაკების დარგში. მან მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნა. მოქანდაკემ დაგვიტოვა არაერთი საგულისხმო ნაწარმოები. მისი მთავარი ნამუშევრებია „მეშახტე ბოტკოველი“, „ჭაბუკის პორტრეტი“, „დეკაბრისტები“ და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments