კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე (ალეკო) სანადირაძე (1929 – 1969) – მწერალი, მთარგმნელი. დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში, სწავლობდა თბილისის 35-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი, 1950-1955 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1953 წლიდან იბეჭდებოდა მისი წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ძირითადად, ჟურ. “მნათობსა” და ” ლიტერატურულ გაზეთში”. გამოცემული წიგნები: “ცხრაასხუთელი პარტიზანები”, 1957; “აკაკი ბელიაშვილი”, 1958 (რუსულ ენაზე); თარგმანი –  “ლიტერატურათმცოდნის მოთხრობები”, 1962; თარგმანი – მარია კოვნაცკაიას “პლასტუსის თავგადასავალი”, 1964; გარდაცვალების შემდეგ – “ავტორები და წიგნები”, 1973; “ცხრაასხუთელი პარტიზანები”, მეორე გამოც. 1986; “ვერ გიპასუხებთ…” , 2018. ალეკო სანადირაძე შესანიშნავად ხატავდა. ალეკო სანადირაძე არ იყო მწერალთა კავშირის წევრი. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მანანა სანადირაძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments