კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალეკო შენგელია (დ. 7 ნოემბერი, 1901, სოფ. ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი — გ. 7 მაისი, 1975, თბილისი)
პოეტი.
ალეკო შენგელიამ პირველი წიგნი 1940 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ლექსებისა და პოემების კრებულები: „გაზაფხულის სიმღერები“, „მე მიყვარს“, „ლექსები“, „რჩეული“, „ლექსები და პოემები“, „დღეები“, „ოცნებები და ნაფეხურები“, „საბავშვო ლექსები და პოემები“ და სხვა. პოეტის მრავალი ლექსი გაითავისა მკითხველმა, მრავალი მათგანი სიმღერად აქცია და გაახალხურა.
ალეკო შენგელია წლების მანძილზე წარმატებით ემსახურებოდა ქართული წიგნის გამოცემის საქმეს, როგორც გამომცემლობა „ნაკადულის“ მთავარი რედაქტორი და ლიტფონდის დირექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments