კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ლაფაური (1926-1975)
ბალეტმაისტერი
დაიბადა 1926 წლის 15 ივნისს მოსკოვში. მამა თბილისელი ჰყავდა, დედა – რიმა ვლადიმიროვა, მოსკოვის მკვიდრი იყო. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1944, პედაგოგი: ნ.ი. ტარასოვი) და მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილება (1958, პედაგოგი: რ. ვ. ზახაროვი). 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო დიდი თეატრის წამყვანი მოცეკვავე,
ალექსანდრე ლაფაურს შესრულებული აქვს ოცზე მეტი როლი,
ბალეტმაისტერი დაიღუპა ავტოავარიაში 1975 წლის 6 აგვისტოს, მოსკოვში.
დაკრძალულია მოსკოვში, ვედენსკოეს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments