ალექსანდრე რუხაძე (1910-1990)
სსრკ-ს საავტომობილო მრეწველობის მინისტრის მოადგილე.
1937 წ. დაამთავრა ქ. გორკის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1972 წ. გახდა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია ორდენებით “წითელი ვარსკვლავის” (орден Красной Звезды) (1944 წ.), “Знак Почета” (1941, 1947 წწ.) და მედლებით. 1930 წლიდან მუშაობდა ქ. გორკის საავტომობილო ქარხანაში; 1943-1944 წწ. ქ. ვლადიმირის სატრაქტორო ქარხანაში მთავარ ინჟინრად. 1944-1950 წწ. მუშაობდა ქ. ოდესის “წითელი პროფინტერნის” ქარხნის დირექტორად და ავტოამკრები ქარხნის დირექტორად. 1950-1958 წწ. – ურალის საავტომობილო ქარხნის დირექტორი. 1958 წლიდან ჩელიაბინსკის სოვნარხოზის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; თავდაცვითი მრეწველობის დარგში სოვნარხოზის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, ახალ ტერიტორიაზე, კოლუმბარიუმი #146

