კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ალექსიძე (ნამდვილი გვარი სონღულაშვილი) (დ. 1874, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1934, იქვე) – პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე. 1895 წელს პარიზში, რუსულ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით დააჯოლდოვეს. 1896-1924 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე. 1902 წელს თბილისში დააარსა ქართული ცეკვის პირველი სტუდია, რომელსაც სათავეში ედგა 1934 წლამდე. საფლავის ფოტო გადაღებულია ქალბატონი ბელა სონღულაშვილის მიერ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted