კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ბანძელაძე (დ. 27 თებერვალი, 1927, ტულუნი, ირკუტსკის ოლქი — გ. 13 ივნისი, 1992, თბილისი)
ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).
1942-1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები.  წიგნის გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის 1966 წელს მიიღო პრიზი ბრნოს საერთაშორისო ბიენალეზე, ხოლო 1968 – მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენაზე ლაიფციგში). მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია (1979-1988). საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993, სიკვდილის შემდეგ).
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments