ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929) – ისტორიკოსი, ფილოლოგი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1856 წელს; სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში 1867 წლიდან, მაგრამ მალე პეტერბურგის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადავიდა; აგრეთვე სწავლობდა გერმანიაში 1968 წელს და ავსტრიაში – ვენაში. 1871 წლიდან განაგებდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას; 1874-1875წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში; 1886 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; 1922 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

