ალექსანდრე ციმაკურიძე (დ. 5 აპრილი, 1882, სოფ. ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 24 მაისი, 1954, თბილისი)
ფერმწერ-პეიზაჟისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
ჩაირიცხა კ. იუონის სტუდიაში. მოგვიანებით სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელშია, ხოლო 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვების სკოლაში. 1922 წლიდან ალექსანდრე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, ჯერ მოსე თოიძის სტუდიაში, ხოლო 1930 წლიდან სამხატვრო აკადემიაში. გამოჩენილი ფერმწერი თანამედროვე ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერტი ფუძემდებელია.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

