ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989)
ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს.
1927 წელს დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად ქ. თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში. მალე გადაიყვანეს კახეთის რაიონის სახალხო განათლების ხელმძღვანელ მუშკად, შემდგომ კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ლექტორად. 1937-1941წწ. მუშაობდა განათლების კომისარიატთან არსებულ თბილისის პედაგოგიური მეცნიერების საკვლევო ინსტიტუტში, ხოლო 1943 წლიდან ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1950 წელს აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად, რომელსაც 35 წელი ხელმძღვანელობდა. თავისი მეცნიერული მუშაობის პროცესში მან დაამუშავა მეცნიერული გამოკვლევის რამდენიმე ციკლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიური აქტივობის გაგებისა და ახსნისათვის. მისი დახმარებით განწყობის თეორია იქცა საბჭოთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ძირითად მიმდინარეობად, რომლის მიღწევები დღეს ფართოდაა ცნობილი სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგთა სამეცნიერო ცენტრებში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

