კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გლურჯიძე (1940-1989) – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრი (1988-1989), საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ვეტერანი კალათბურთელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1962-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში – “საქსოფლმშენსახპროექტსა” და “ორგენერგომშენში”; 1972-1974წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1974-1976წწ. ამავე ტრესტის მმართველის მოადგილე; 1976-1979წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 ტრესტის მმართველი; 1979-1986წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილე; ხოლო ორი სამშენებლო სამინისტროს გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული უწყების მინისტრის მოადგილე; 1986 წელს დაინიშნა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის პირველ მოადგილედ; 1987 წელს აირჩიეს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად და განყოფილების გამგედ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა რუსუდან გლურჯიძემ.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments