კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გომიაშვილი (1911-1997) –
პოეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს. 1938-1940წწ. იყო ჟურნალ “მნათობის” პოეზიის განყოფილების გამგე; 1951-1964წწ. საქართველოს ლიტფონდის დირექტორი; 1967 წლიდან გამომცემლობა “ცოდნის” დირექტორი; 1971-1987წწ. წიგნის პალატის დირექტორი; 1929 წელს ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი “მთის ბალადა”; 1931 წელს პირველი პოეტური კრებული “ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა”; ომის თემაზე დაწერილი აქვს ლექსები: “საქართველო, ხელი ხმალს იკარ!”(1943), “დასაწყისი განთიადისა”(1946), “მშვიდობის ჯარისკაცი”(1950); პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია “ანდეზიტის სიმღერა”(1932), “ლექსები”(1933, 1937, 1978), “დარიალი”(1940), “ლექსები და ბალადები”(1960).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments