კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ჟღენტი (დ. 4 აპრილი, 1945 — გ. 4 სექტემბერი, 2021) – რეჟისორი, სცენარისტი, პოლიტიკოსი.  1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1965–1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობაზე და ივანე კარპენკო-კარის სახელობის კიევის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1972 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1990 წელს იყო ინიციატორი ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებისა.  2002 წელს იყო სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო დღის დაარსების ინიციატორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments