ალექსანდრე ჯიჯეიშვილი (1915-1991) –
ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ცეკვა შეისწავლა ქ. ფოთში არსებულ ცეკვის შემსწავლელ სტუდიაში, მოგვიანებით – ილიკო სუხიშვილთან; 1932 წელს იყო ქ. ფოთის ეთნოგრაფიული გუნდის მოცეკვავე და ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე და ქორეოგრაფი; ცეკვები დადგა სოხუმის, ფოთის, ქობულეთის, ჩოხატაურის ქორეოგრაფიულ კოლექტივებში; წლების მანძილზე მუშაობდა მოსკოვში ქართული ხალხური ცეკვის სახალხო ანსამბლ “კოლხიდასა” და სტუდია “ივერიაში”; 1941-1945წწ. ომის პერიოდში ჩამოაყალიბა 25-კაციანი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც ემსახურებოდა სასაზღვრო ზონის სამხედრო ნაწილებს, შავი ზღვის ფლოტის მეომრებს და ჰოსპიტლებს; 1937 წელს იყო მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
