კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე მაისურაძე (1894-1931) –
მუსიკოსი, ლოტბარი.
მღეროდა ზ. ფალიაშვილის გუნდში; 1916 წელს დაიწყო სწავლა ქართული ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში, საგუნდო სიმღერისა და მუსიკის თეორიის კლასში, პედაგოგი ზ. ფალიაშვილი; 1918 წელს ჩამოაყალიბა მუშა-მოსამსახურეთა გუნდი და მართავდა კონცერტებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დაბებში; 1928-1930წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში; მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სადაც ჩაწერა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა; აქვეყნებდა სტატიებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სასწავლებლებში სიმღერის მასწავლებლად; ასევე ეწეოდა საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.  იქვე დაკრძალულია ნინო მაისურაძე (1927-) – ფიზიოლოგი, პათოფიზიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  რეპროდუქტოლოგიის დარგის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

   

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments