კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ქუთათელი (დ. 29 ოქტომბერი, 1898, ქუთაისი — გ. 1 მაისი, 1982, თბილისი) –
მწერალი.
1916-1918 წლებში იგი კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტია. 1918 წელს დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო მშობლიური უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ლიტარატურული მოღვაწეობა ადრე დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოებები 1921 წელს გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. მას შემდეგ რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეტებში სისტემატურად იბეჭდებოდა და ცალკე წიგნებად გამოდიოდა მწერლის თხზულებანი: მისი კომედია „ნაშუაღამევს“ „1928“ წელს დადგა კ. მარჯანიშვილმა. ა. ქუთათელი ნაყოფიერად იღწვოდა როგორც პოეზიაში ასევე პროზაში. ლექსების პირველი წიგნი 1934 წელს გამოიცა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments