კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე რონდელი (დ. 7 იანვარი, 1942 — გ. 12 ივნისი, 2015, თბილისი) –
პოლიტოლოგი, დიპლომატი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974).
1976—1977 წლებში ალ. რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წლებში — ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს — მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), ხოლო 1992, 1995 და 1997 წლებში — უილიამს კოლეჯში. 1991—1996 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. შემდგომ წლებში იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments