კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე სულხანიშვილი (1895-1990)
ქართველი ემიგრანტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო. მას პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელიც 1921-1924 წლებში ოკუპანტების გასანადგურებლად განახორციელეს თეთრცხენოსანი მხედრის პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა. 1924 წლის აჯანყების მარცხის შემდეგ იგი ემიგრაციაში გაჰყვა მეთაურს. ალექსანდრე სულხანიშვილი აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა, როგორც კი შეიტყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვება 72 წლის შემდგომ პირველ მრავალპარტიულ და არასაბჭოური ტიპის არჩევნებში. იგი გარდაიცვალა ჩამოსვლიდან მალევე, რაც სამშობლოს მიწაზე ფეხი დადგა. ფოტოზე ხედავთ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც თავის მხარზე მიაქვს გმირის სასვენებელი. (1990 წლის ნოემბერი).
დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში.
საფლავის ფოტოები მოგვაწოდა ქალბატონმა ქეთევან თორღვაშვილმა, რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას.

 

ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვა
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments