კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ტატიშვილი (1901-1972) – სოციალ-დემოკრატი, პედაგოგი, ეროვნული გვარდიის წევრი, სდ პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე. დაიბადა 1901წლის, 9 დეკემბერს, ხაშურში, დაამთავრა ხაშურის გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიემგზავრება პეტროგრადში, ირიცხება უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლა ვერ დაამთავრა, რადგან ოქტომბრის რევოლუციამ მოუსწრო. დაბრუნდა საქართველოში, ასწავლიდა ხაშურის გიმნაზიაში, იყო ეროვნული გვარდიის აქტიური წევრი. მონაწილეობდა გვარდიის ყველა ოპერაციაში. ასრულებდა მნიშვნელოვან პარტიულ დავალებებს. გასაბჭოების შემდეგ რჩება საქართველოში და აგრძელებს პარტიულ საქმიანობას. 1928 წლიდან ემიგრაციაშია. აქტიურად თანამშრომლობდა სდ პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროში. იყო გაზეთის – „ბრძოლის გზის”, ერთერთი რედაქტორი და ამავე გაზეთის მბეჭდავი. გარკვეული დროით ასრულებდა ლევილის მამულის გამგეობის ხაზინადარის მოვალეობას. იყო სდ პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1972 წლის 30 დეკემბერს, პარიზში.დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments