კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე წუწუნავა (დ. 28 იანვარი, 1881, ლიხაური — გ. 25 ოქტომბერი, 1955, თბილისი) – რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1934). 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში. 1901-05 წლებში თბილისის ქართულ თეატრში. 1905-10 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. 1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ ჭიათურის თეატრში, ხოლო შემდგომ 1914-16 წლებში თბილისის სახალხო სახლში და რუსულ თეატრში. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. ალექსანდრე წუწუნავა ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1918 წელს პირველმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“. 1918 წლიდან მუშაობდა ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟჲსორად, ხოლო 1947 წლიდან მთავარ რეჟისორად. 1923 წელს მოსკოვს მიაშურა კინორეჟისურის და კინოტექნიკის სრულყოფილად დაუფლების მიზნით. 1924 წელს მიიწვიეს სახკინმრეწვში რეჟისორად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments