ალექსი მაჭავარიანი (1913-1995) – კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1936 წელს. 1935–1939წწ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე; 1939 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(1963 წლიდან პროფესორი); 1956–1959წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულნი არიან: კირილე პაჭკორია (1887-1967) – მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ელისაბედ კობახიძე.

