კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გზირიშვილი (1902-1972) –
ექიმი, ქირურგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. 1939-1941წწ. და 1946-1972წწ. განაგებდა ცენტრალურ კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილებას; 1941-1946წწ. ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის მთავარი ქირურგი; შემოიღო უროლოგიაში კვლევის ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი, თირკმლის ფუნქციის შესასწავლად გამოიყენა იზოტოპები, სრულყო ზოგიერთი უროლოგიური ქირურგიული ოპერაცია. მისი შრომები ეძღვნება თირკმლის კენჭოვანი დაავადების, საშარდე გზების ტუბერკულოზის, თირკმლის გადანერგვისა და სხვ. საკითხებს.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments