კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ბუხნიკაშვილი (1909, სურამი― გ. 1 მაისი, 1983, თბილისი) – გეოლოგი და გეოფიზიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). ა. ბუხნიკაშვილმა 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში. 1937-1953 წლებში იყო ხელმძღვანელ საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე. 1953-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღიაეულის გეოფიზიკური მეთოდებით (ელექტროძიება) კვლევის დარგში. გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტზვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს, რისთვისაც მას, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, 1969 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. 1972-1975 წლებში იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. 1975 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იყო საქართველოს II და III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულის შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, აგრეთვე მედლებით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments