ალექსანდრე ჩავლეიშვილი (1908-1978) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1935-1937წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1938-1944წწ. მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სასწავლო – სამეცნიერო დარგში; 1938-1961წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტში არსებულ ახალგაზრდა მწერალთა წრესა და ამ წრის მიერ დაარსებულ ჟურნალ “მაჭახელას”. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

