კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ედიბერიძე (1898-1985) –
ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1943), პროფესორი(1943).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1929-1933წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრას; 1935-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიურ და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი; შეისწავლა ალვეოლური პიორეის ეტიოლოგია და მკურნალობა, ოდონტოგენური და არაოდონტოგენური სიმსივნეებისა და პირსახის თანდაყოლილი სიმახინჯეების კლინიკა და მკურნალობა; საქართველოში დანერგა პირსახის აღდგენითი ოპერაციები; შეადგინა ქირურგიული სტომატოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments