ალექსანდრე (ისააკ) აბაშელი (ნამდვილი გვარი ჩოჩია) (15 აგვისტო, 27 აგვისტო, 1884, სოფელი საჩოჩიო, აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 27 სექტემბერი, 1954, თბილისი) – პოეტი, პირველი ქართველი ფანტასტი მწერალი. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1908) მუშაობდა თბილისში “კავკაზისა” და “ნოვაია რეჩის” რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი “შავი აჩრდილი” 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ “თეატრი და ცხოვრება”, № 28). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

