კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გურგენიძე (1916-1975)
საბჭოთა კავშირის გმირი.
საბჭოთა ბალტიის ფლოტის 9-ე მოიერიშე ავიადივიზიის 7-ე ბომბდამშენ-მოიერიშე ავიაპოლკის ესკადრილიის მეთაური, კაპიტანი (თადარიგში გავიდა მაიორის წოდებით). 1944 წლის ნოემბრისათვის შეასრულა 91 საბრძოლო გაფრენა, პირადად და ჯგუფის შემადგენლობაში დააზიანა და ჩაძირა: 11 ტრანსპორტი, 4 სადარაჯო ხომალდი, 4 ტრალერი, 8 სწრაფმავალი სადესანტო ბარჟა, სატორპედო კატარღების 2 მცურავი ბაზა და 1 საესკადრო ნაღმოსანი. საჰაერო ბრძოლებში მისმა ეკიპაჟმა ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 2 გამანადგურებელი. გმირის წოდება მიენიჭა 06.03.1945 წ (მედალი № 5877).
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments