კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ნამორაძე (დ. 18 აგვისტო, 1891, დაბა თიანეთი, — გ. 11 ივლისი, 1958, თბილისი) – ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). 1910-1914 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მასწავლებლობდა თბილისში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება. 1936 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ს ახალი ისტორიის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა აგრეთვე ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რესპუბლიკის პარტიულ სკოლაში, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ითვლება ახალი და უახლესი ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელად საქართველოში. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments