კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე შანიძე (1907-1994) – პედაგოგი, პოეტი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს. 1926-1929წწ. მუშაობდა წერა-კითხვის სალიკვიდაციო სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის მასობრივი განყოფილების გამგე, შემდეგ – განსახკომის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის მეთოდისტი. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. 1945 წელს დემობილიზებული იყო, როგორც ომის ინვალიდი. შემოქმედებითი მუშაობა 1924 წელს დაიწყო. პირველი წიგნი “ლექსები” 1928 წელს გამოაქვეყნა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონის მარცხენა მხარეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments